Towers Watson Media

ჩვენი საქმიანობის ძირითადი პრინციპები

ჩვენი კომპანია საბროკერო-საკონსულტაციო საქმიანობას ახორციელებს ადგილობრივ კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში. გარდა ამისა, ჩვენ ვმოქმედებთ Willis Towers Watson-ის შიდა პოლიტიკით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით. კერძოდ, ყველა თანამშრომლისთვის სავალდებულოა კომპანიის მიერ დადგენილი ქცევის კოდექსის დაცვა. ჩვენი საქმიანობის სანდოობისა და გამჭვირვალეობის უზრუნველსაყოფად, დანერგილი გვაქვს ანტიკორუფციული და სანქციების პოლიტიკა. ჩვენ ორიენტირებულნი ვართ კლიენტის ინტერესების დაცვაზე, მუდმივად ვეცნობით სადაზღვევო სფეროში განხორციელებულ ცვლილებებს, რათა დროულად მოვახდინოთ მათი ინფორმირება და სადაზღვევო ხელშეკრულებების შესაბამისობაში მოყვანა მოქმედ კანონმდებლობასთან.