Towers Watson Media

ჩვენი ხელმძღვანელობა - საქართველო

Ketevan Pavlenishvili 

ქეთევან ფავლენიშვილი

ქეთევან ფავლენიშვილი არის Willis Towers Watson საქართველოს დირექტორი. იგი 28 წლისაა და ყველაზე ახალგაზრდაა სხვადასხვა ქვეყნებში კომპანიის ფილიალების დირექტორთა შორის.

ქეთევანი 23 წლის იყო, როცა Gras Savoye საქართველოს დირექტორად დაინიშნა, კომპანიაში კი დაარსების დღიდან მუშაობდა. თავდაპირველად ის პასუხისმგებელი იყო საერთაშორისო კლიენტებთან ურთიერთობაზე, აგრეთვე, კომპანიის სტრატეგიისა და სხვადასხვა პროცედურის შემუშავებასა და დანერგვაზე.     

მანამდე ქეთევანს რამდენიმეწლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს ერთ-ერთ წამყვან ადგილობრივ სადაზღვევო კომპანიაში.

ქეთევანი ფლობს საქართველოს თავისუფალი უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს ფინანსების მიმართულებით.