Towers Watson Media

ჩვენი ხელმძღვანელობა

John Haley

ჯონ ჰეილი

ჯონ ჰეილი არის Willis Towers Watson-ის გენერალური დირექტორი.

იგი კომპანიას 1977 წელს შეუერთდა და კარიერის განმავლობაში ასრულებდა სხვადასხვა ფუნქციას, მათ შორის, იყო კომპანიის რამდენიმე უმსხვილესი კლიენტის კონსულტანტი-აქტუარი, ვაშინგტონის საკონსულტაციო ოფისის მენეჯერი და გლობალური საპენსიო პრაქტიკის ხელმძღვანელი. ჯონი გენერალური დირექტორი 1998 წელს გახდა. მისი ხელმძღვანელობით, 2005, 2010 და 2016 წლებში კომპანია სამ სხვა ორგანიზაციასთან გაერთიანდა, რის შედეგადაც დღევანდელი Willis Towers Watson-ი ჩამოყალიბდა.

ჯონი არის მაიამის კიბოს ინსტიტუტის დირექტორთა საბჭოს წევრი. ის გახლავთ აქტუართა საზოგადოებისა და კონსულტანტ-აქტუართა კონფერენციის კოლეგიური წევრიც და მუშაობდა როგორც აქტუართა ფონდის მინდობილი მესაკუთრე. მანამდე იგი იყო MAXIMUS. Inc.-ის და Hudson Global, Inc.-ის დირექტორთა საბჭოებში.

ჯონი ფლობს რატგერსის კოლეჯის ბაკალავრის ხარისხს მათემატიკაში და ორწლიანი სტიპენდიით სწავლობდა იელის უნივერსიტეტში მათემატიკის სამაგისტრო სკოლაში. იგი არის თანა-ავტორი ნაშრომისა „კერძო საპენსიო სისტემის საფუძვლები“ (პენსილვანიის უნივერსიტეტის პრესა).

Mike Burwell

მაიკ ბურველი

მაიკ ბურველი არის Willis Towers Watson-ის ფინანსური დირექტორი

Willis Towers Watson-ში მოსვლამდე, მაიკი 31 წელი მუშაობდა Pricewaterhouse Cooper-ში. 11 წლის განმავლობაში, იგი ემსახურებოდა მრავალ კლიენტს აუდიტორული მიმართულებით. 1997 წელს პარტნიორად დააწინაურეს და ჩაერთო PwC-ის დეტროიტის ტრანზაქციების სერვისში. დეტროიტში წარმატებული მოღვაწეობის შემდეგ, მაიკს შესთავაზეს გაძღოლოდა PwC-ის ცენტრალურ რეგიონს და საბოლოოდ სათავეში ჩაუდგა აშშ-ს ტრანზაქციების სერვისის განყოფილებას. 2007 წელს იგი დაინიშნა ფინანსურ დირექტორად, ხოლო 2008 წელს ასევე  დანიშნეს მთავარ საოპერაციო დირექტორადაც PwC-ის აშშ-ს ოფისში. 2012 წელს მაიკი გახდა გლობალური და აშშ-ს ტრანსფორმაციის პროექტის ვიცე თავმჯდომარე. მან ბევრი რამ შეცვლა ორგანიზაციული ეფექტურობის ოპტიმიზაციის მხრივ კომპანიის შიდა ფუნქციების (მათ შორის ადამიანური რესურსების, ფინანსების, ტექნოლოგიის და გლობალური სტრატეგიის შემუშავების მიმართულებების) გადახედვით. მაიკი ასევე გახლდათ სხვადასხვა კლიენტთან ურთიერთობის უფროსი პარტნიორი კომპანიაში მუშაობის დროს.

მაიკს აქვს მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში და არის სერთიფიცირებული საჯარო ბუღალტერი. 2010 წელს იგი დაასახელეს მიჩიგანის სახელწიფო უნივერსიტეტის წლის გამორჩეულ კურსდამთავრებულად.

Nicolas Aubert

ნიკოლა ობერი

ნიკოლა ობერი Willis Towers Watson-ის დიდი ბრიტანეთის განყოფილების ხელმძღვანელია.იგი ასევე არის Willis Limited-ის გენერალური დირექტორი, რომელიც გაერთიანებული სამეფოს მიერ რეგულირებულ Willis Group-ის მთავარ უწყებას წარმოადგენს.

მანამდე, ნიკოლა Willis Great Britain-ის გენერალური დირექტორი იყო. Willis-ში მოსვლამდე, ის გახლდათ ამერიკის საერთაშორისო ჯგუფის (AIG) აღმასრულებელი დირექტორი ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში, მანამდე კი- AIG-ის მმართველი დირექტორი გაერთიანებულ სამეფოში. ის AIG-ში 2002 წლის ივნისში, AIG France-ის ხელმძღვანელად მივიდა, რის შემდეგაც უფროსი მენეჯერის რამდენიმე სხვა, მათ შორის სამხრეთ ევროპის მმართველი დირექტორის პოზიციაზე მუშაობდა. AIG-მდე, ნიკოლას ეკავა სხვადასხვა ხელმძღვანელი თანამდებობა ACE-ში CIGNA-სა და GAN-ში, ხოლო კარიერა GENERALI-ში დაიწყო.

ნიკოლა არის London Market Group-ის თავმჯდომარე - პროფესიული სტრუქტურისა რომელიც წარმოადგენს London Market-ის ოპერაციების, Lloyd's of London-ის, IUA-ს, LIIBA-ს and LMA-ს საერთო ინტერესებს. მას აქვს პარიზის პანთეონი-სორბონის უნივერსიტეტისა და პარიზის სადაზღვევო ინსტიტუტის (Universite Paris-Dauphine) მაგისტრის სპეციალიზირებული ხარისხები დაზღვევის სამართალში (DESS Assurances) და საფრანგეთის დაზღვევის უმაღლესი სასწავლო ცენტრის (CHEA) ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი.

Anne Donovan Bodnar

ენ დონოვან ბოდნარი

ენ დონოვანი არის Willis Towers Watson-ის უფროსი ადმინისტრაციული ოფიცერი და სტრატეგიის ხელმძღვანელი.

მანამდე, 2010 წლიდან, ენი იყო Willis Towers Watson-ის უფროსი ადმინისტრაციული ოფიცერი. ამ ხნის განმავლობაში, ის მმართველი კომიტეტის წევრი, კომპანიის მუდმივი გაუმჯობესების ინიციატივების თანახელმძღვანელი, ინკლუზიისა და მრავალფეროვნების პროგრამის თანასპონსორი გახლდათ, ასევე, ზედამხედველობდა მარკეტინგის, ადამიანური რესურსების, საოფისე მომსახურებისა და შიდა ცვლილებებისა და კომუნიკაციების მიმართულებებს. 2001-2010 წლებში, ენი იყო Towers Perrin-ის ადამიანური რესურსების მმართველი დირექტორი. კარიერის უფრო ადრეულ ეტაპზე, Towers Perrin-ში ეკავა სხვადასხვა პოზიცია ადამიანური რესურსებისა და კონსულტაციების სფეროში, ასევე, მუშაობდა რამდენიმე საოპერაციო და სტრატეგიული დაგეგმვის თანამდებობაზე კომპანიაში, რომელიც დღეს ცნობილია JPMorgan Chase-ის სახელით.

ენი შეირჩა On the Board პროგრამის 2014 წლის სტიპენდიატად, ის ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტისა და ქალთა საერთაშორისო ფორუმის ერთობლივი სპონსორობით ხორციელდება და ლიდერ ქალებს კორპორაციულ საბჭოებში სამსახურისთვის ამზადებს. 1999 წელს, ენი ახალგაზრდა ქალთა ქრისტიანული ასოციაციის (YWCA) წარმატებულ ქალთა აკადემიაში აირჩიეს. ენი არის საერთაშორისო ქალთა ფორუმის წევრი და 2014-2017 წლებში გახლდათ ნიუ-იორკის განყოფილების საბჭოს წევრიც. ის არის ნიუ-იორკში მოქმედი კერძო საოჯახო ოფისის დამოუკიდებელი მინდობილი პირი. ოფისი დაკავებულია ქველმოქმედებით ხელოვნებისა და განათლების სფეროებში. ამჟამად ენი ასევე არის სმიტის კოლეჯის ხელოვნების მუზეუმის მრჩეველთა კომიტეტში.

ენი ფლობს სმიტის კოლეჯის ბაკალავრის ხარისხს და ჰარვარდის ბიზნესის სკოლის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს.

Matt Furman

მეტ ფურმანი

მეტ ფურმანი არის Willis Towers Watson-ის გენერალური იურიდიული მრჩეველი.

აქამდე, მეტი მუშაობდა ჯგუფის გენერალურ იურიდიულ მრჩევლად Willis-ში, სადაც Willis-ის საოპერაციო კომიტეტის წევრი იყო. 2007-2015 წლებში, მეტი იყო უფროსი ვიცე-პრეზიდენტი, ჯგუფის გენერალური იურიდიული მრჩეველი Corporate and Governance-ში და Travelers-ის კორპორაციული მდივანი.

2000-2007 წლებში, მეტი მუშაობდა Goldman, Sachs & Co.-ის ადვოკატად ნიუ-იორკში, სადაც ის გახლდათ ვიცე-პრეზიდენტი და ასოცირებული გენერალური მრჩეველი საფინანსო და კორპორაციულ იურიდიულ ჯგუფში. მანამდე, ეწეოდა კერძო პრაქტიკას Simpson Thacher & Bartlett-ში, ნიუ-იორკში.

მეტი ფლობს ბრაუნის უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხსა და ჰარვარდის სამართლის სკოლის სამართლის ხარისხს. ის, აგრეთვე, არის იურიდიული დახმარების საზოგადოების დირექტორი და აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის ინვესტორთა საკონსულტაციო კომიტეტის წევრი. 2013 წელს, ის იყო ორგანიზაციის „პარტნიორობა ნიუ-იორკისთვის“ დევიდ როკფელერის სტიპენდიატი.

Adam Garrard

ადამ გარარდი

ადამ გარარდი ხელმძღვანელობს Willis Towers Watson-ის საერთაშორისო კომერციულ საქმიანობას.

ადამმა Willis Group-ში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მაღალ თანამდებობებზე 20 წელზე მეტი გაატარა. 2012-2015 წლებში, ის იყო სინგაპურში მოქმედი Willis Asia-ის რეგიონული გენერალური დირექტორი, რომელიც Willis-ის სტრატეგიას ხელმძღვანელობს რეგიონის სწრაფად მზარდ ბაზრებზე. მანამდე მას ეკავა რეგიონული გენერალური დირექტორის თანამდებობები კონტინენტურ ევროპასა და ავსტრალიაში. აზიაში მუშაობის განმავლობაში, მან 18 თვე გაატარა შანხაიში, Willis-ის ჩინეთის განყოფილების მუშაობის დარეგულირების მიზნით.

ადამს აქვს დე მონფორტის უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში.

Julie Gebauer

ჯული გებაუერი

ჯული გებაუერი Willis Towers Watson-ში ხელმძღვანელობს ადამიანური კაპიტალისა და ბენეფიტების განყოფილებას.

აქამდე, ჯული Willis Towers Watson-ის კადრებისა და ჯილდოების ბიზნესსეგმენტს ედგა სათავეში. ჯული 30 წელზე მეტია მუშაობს კომპანიაში, რა დროსაც რამდენიმე წამყვანი თანამდებობა ეკავა, მათ შორის, ხელმძღვანელობდა გლობალური სამუშაო ძალის ეფექტურობისა და თანამშრომელთა გამოკითხვის საქმეებს. ჯულის მიღებული აქვს ნებრასკას უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი მათემატიკაში, სადაც მან რექტორის სტიპენდია დაიმსახურა. ის არის Phi Beta Kappa-ს წევრი და აქტუართა საზოგადოების კოლეგიური წევრი. მიღებულია ახალგაზრდა ქალთა ქრისტიანული ასოციაციის (YWCA) წარმატებულ ქალთა აკადემიაში. არის თანაავტორი წიგნისა "ხარვეზების აღმოფხვრა დასაქმებაში: როგორ ავლენენ დიდი კომპანიები თანამშრომელთა პოტენციალს საუკეთესო შედეგების მისაღწევად".

Joe Gunn

ჯოზეფ განი

ჯო განი ხელმძღვანელობს Willis Towers Watson-ის ჩრდილოეთ ამერიკის განყოფილებას.

აქამდე, ჯო დანიშნული იყო ახლად შეერთებული Willis Towers Watson-ის ჩრდილო-აღმოსავლეთის რეგიონულ დირექტორად, სადაც მას ევალებოდა ჩვენი კომბინირებული საქმიანობის ხელმძღვანელობა როგორც ნიუ-იორკის მუნიციპალიტეტში, ისე ახალ ინგლისში. Willis-ში, ჯო იყო ჩრდილო-აღმოსავლეთის რეგიონის ოპერაციების ეროვნული პარტნიორი, მანამდე კი — განვითარების მთავარი ოფიცერი Willis North America-ში და რეგიონული აღმასრულებელი ოფიცერი Willis North America-ის სამხრეთ-ცენტრალურ რეგიონში.

2004 წელს Willis-ში მოსვლამდე, ჯო ხელმძღვანელობდა დალასში მოქმედი ჩრდილოეთ ტეხასის ოპერაციების Marsh-ის კლიენტთა განვითარების გუნდს. ის აგრეთვე გახლდათ მომსახურებების უფროსი მენეჯერი, პასუხისმგებელი იყო რამდენიმე მსხვილ მომხმარებელთან ურთიერთობაზე და ზოგადად, მომხმარებელთა საჭიროებების ჯეროვნად დაკმაყოფილებაზე. Marsh-ში, თავისი კარიერის დასაწყისში, თანამშრომელთა ბენეფიტების პრაქტიკის ხელმძღვანელი იყო, ხოლო სადაზღვევო კარიერა Cigna Corp.-ში დაიწყო, ასევე, ეკავა პოზიციები გაყიდვებში, იპოთეკური კრედიტების ინიცირების ბიზნესში.

ჯოს მიღებული აქვს ფლორიდას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი პოლიტიკურ მეცნიერებებში. პროფესიული საქმიანობის გარდა, ჯო არის ნიუ-იორკის Big Brothers Big Sisters-ის სამეურვეო საბჭოს წევრი.

Carl Hess

კარლ ჰესი

კარლ ჰესი ხელმძღვანელობს Willis Towers Watson-ის საინვესტიციო, რისკებისა და გადაზღვევის განყოფილებას.

აქამდე კარლი Willis Towers Watson-ის ჩრდილოეთ ამერიკის განყოფილების თანახელმძღვანელი იყო, მანამდე კი Towers Watson-ის მმართველი დირექტორი ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში. ამ თანამდებობამდე, ის გახლდათ Towers Watson-ის საინვესტიციო საქმიანობის მმართველი დირექტორი, 2010 წლის იანვრიდან, ასევე 20 წლის განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა პოზიციაზე Watson Wyatt-ში, ბოლოს კი იყო Watson Wyatt-ის საინვესტიციო საქმიანობის გლობალური პრაქტიკის დირექტორი.

კარლი არის აქტუართა საზოგადოებისა და კონსულტანტ-აქტუართა კონფერენციის კოლეგიური წევრი და შიდა რისკების ლიცენზირებული ანალიტიკოსი. მან წარჩინებით დაამთავრა იელის უნივერსიტეტი და მიიღო ბაკალავრის ხარისხი ლოგიკასა და ენებში.

Todd Jones

ტოდ ჯონსი

ტოდ ჯონსი Willis Towers Watson-ში კორპორაციული რისკებისა და საბროკერო საქმის განყოფილებას ხელმძღვანელობს.

მანამდე ტოდი Willis Towers Watson-ის თანახელმძღვანელი იყო ჩრდილოეთ ამერიკაში, უფრო ადრინდელ პერიოდში კი Willis North America-ის გენერალური დირექტორი და Willis Group-ის სამუშაო კომიტეტის წევრი. ის ასევე გახლდათ Willis Group Holdings-ის შვილობილი არაკომერციული კორპორაციის, The Willis Foundation-ის პრეზიდენტი და საბჭოს წევრი, 2010-2013 წლებში ტოდი Willis North America-ის პრეზიდენტი გახლდათ, მანამდე კი - ეროვნული პარტნიორი აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთის რეგიონში.

პირველად, ტოდი Willis-ს 2003 წელს შეუერთდა, ჩრდილოეთ ამერიკის Willis-ის ადმინისტრაციული რისკების პრაქტიკის ხელმძღვანელის რანგში და ზედამხედველობდა პროფესიული პასუხისმგებლობის შეთავაზებებს. Willis-ში მოსვლამდე, ტოდს ეკავა სხვადასხვა წამყვანი თანამდებობა სადაზღვევო ინდუსტრიაში. მანამდე კი, ის იყო რეგიონული ბანკის (რომელიც Wells Fargo-ს ნაწილს წარმოადგენს) ფინანსური ანალიტიკოსი და კორპორატიული ბანკირი.

ტოდი ფლობს ბაკალავრის ხარისხს ბიზნესში უეიკ-ფორესტის უნივერსიტეტიდან და ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სტერნის ბიზნესის სკოლიდან.

Anne Pullum

ენ პულუმი

ენ პულუმი ხელმძღვანელობს Willis Towers Watson-ის დასავლეთ ევროპის განყოფილებას.

აქამდე, ენი იყო Willis Group-ის სტრატეგიის ხელმძღვანელი, ასრულებდა მთავარ როლს ჯგუფის სტრატეგიის განსაზღვრაში და მუშაობდა ყველა ბიზნესსეგმენტსა და ფუნქციურ სფეროში. ენი Willis-ს 2014 წლის მაისში შეუერთდა McKinsey & Company-დან, სადაც ეწეოდა საქმიანობას ფინანსური კუთხით და ბუნებრივი რესურსების კომპანიებს ემსახურებოდა. მანამდე, ენიმ ჩაატარა ეკონომიკური კვლევა Greenspan Associates-ში, ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში, ასევე, იყო Goldman Sachs Equities Division-ის ანალიტიკოსი ლონდონში. ის ფლობს INSEAD-ის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს და ჯორჯტაუნის უნივერსიტეტის დიპლომატიური სამსახურის სკოლის ბაკალავრის ხარისხს საერთაშორისო ეკონომიკაში.

Gene Wickes

ჯინ უიკსი

ჯინ უიკსი ხელმძღვანელობს Willis Towers Watson-ის ბენეფიტების მიწოდებისა და ადმინისტრირების (ყოფილი Exchange Solutions) სეგმენტს.

Willis Towers Watson-ის ფორმირებისას, ჯინი იყო კომპანიის ბენეფიტების ჯგუფის მმართველი დირექტორი. ჯინს აქვს საპენსიო, აქტუარული, გეგმის ადმინისტრირებისა და ადამიანური რესურსების სხვა საკითხებში კონსულტირების 37-წლიანი გამოცდილება. აქამდე, ჯინი უფროსი კონსულტანტი და აქტუარი გახლდათ Watson Wyatt Worldwide-სა და Towers Perrin-ში.

ჯინი სწავლობდა ბრიგემ იანგის უნივერსიტეტში, სადაც მიიღო ბაკალავრის ხარისხი მათემატიკაში და მაგისტრის ხარისხები მათემატიკასა და ეკონომიკაში. ის არის აქტუართა საზოგადოების კოლეგიური წევრი და მშრომელთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ კანონის (ERISA) საფუძველზე რეგისტრირებული აქტუარი.