Towers Watson Media

ჩვენი ისტორია

საერთო ფასეულობების ისტორია

აქცენტი კლიენტებზე და გუნდურ მუშაობაზე, პატიოსნება, ურთიერთპატივისცემა და მუდმივი სწრაფვა სრულყოფისკენ — ეს ის ძირითადი ფასეულობებია, რომლებსაც ეფუძნება Willis Towers Watson-ის მდიდარი ისტორია. უამრავი კლიენტი კომპანიის დაარსების დღიდან თანამშრომლობს ჩვენთან და მიუხედავად იმისა, რისთვის მოგვმართა პირველად - საბროკერო თუ აქტუარული მომსახურებისთვის, ჩვენს კომპანიაში მათ დახვდათ პატივისცემა, მათი ინტერესების ძლიერი ადვოკატირება და ხარისხის უმაღლესი სტანდარტი. ჩვენ ამ ფასეულობებს ვინარჩუნებთ დღეს და შევინარჩუნებთ მომავალშიც.

სადაზღვევო საბროკერო საქმისა და აქტუარის პროფესიის წარმოშობა

1828 — გაერთიანებულ სამეფოში, ბალტიის ბირჟაზე, ლონდონში, ჰენრი უილისმა კომერსანტის კარიერა, საკომისიოს სანაცვლოდ, იმპორტირებული საქონლის გაყიდვით დაიწყო.

1841 — უილისმა შეიტანა განაცხადი Lloyd's-ის წევრობაზე, სადაც მან ბროკერობა დაიწყო. საქმიანობის არეალის ზრდასთან ერთად, ის გემების დაზღვევის ბიზნესში ჩაერთო და თავი დაიმკვიდრა საზღვაო დაზღვევის საქმეში, ხოლო შემდეგ დააფუძნა Henry Willis & Company.

1865 — ნიუ-იორკში დაფუძნდა წინამორბედი აქტუარული საკონსულტაციო ფირმა, Fackler & Co.

1878 — რიუბენ უოტსონმა დააფუძნა R. Watson & Sons, მსოფლიოს უძველესი აქტუარული ფირმა და ოდფელოუზის მანჩესტერის კავშირმა ის, იმავე წელს, აქტუარად დანიშნა. მანჩესტერის კავშირი დღესაც კლიენტად რჩება, ჩვენი სხვა უძველესი აქტუარული და საბროკერო კლიენტების მსგავსად.

1889 — პიტერ ფაკლერმა წვლილი შეიტანა ამერიკის აქტუართა საზოგადოების შექმნაში, რომელიც აქტუართა დღევანდელი საზოგადოების წინამორბედია. კომპანიის კონსულტანტ -აქტუარებს პროფესიულ საზოგადოებებში ჩართულობის ხანგრძლივი ისტორია აქვთ, ისინი მუშაობდნენ კომიტეტებსა და საბჭოებში და თავიანთი წვლილი შეჰქონდათ აქტუარის პროფესიის ფორმირებაში. დღეისათვის ჩვენ ვრჩებით აქტუარების ერთ-ერთ უდიდეს დამსაქმებლად მსოფლიოში. თავის დამკვიდრება ჩვენი სფეროს მოწინავე რიგებში

თავის დამკვიდრება ჩვენი სფეროს მოწინავე რიგებში

1896 — კომპანიამ Henry Willis & Co. ურთიერთობა დაამყარა აშშ-ში მოქმედ კომპანიასთან Johnson & Higgins, რომელიც მას დაეხმარა, გასულიყო აშშ-ს ბაზარზე.

1898 — კომპანიამ, Henry Willis & Co, Faber Brothers-თან გაერთიანებითა და კომპანიის Willis, Faber & Co შექმნით, უდიდესი საზღვაო ანგარიში აითვისა, რომელიც საყოველთაო აზრით, უდიდესი საბროკერო პორტფოლიოა მსოფლიოში.

1928 — Willis Faber & Company გაერთიანდა Dumas & Wylie Limited-თან და შეიქმნა Willis, Faber & Dumas.

1910 — -იანი წლები — 1911 წელს, დაზღვევის ეროვნული აქტის მიღების შემდეგ, R. Watson & Sons გაერთიანებული სამეფოს მთავრობის წამყვანი მრჩეველი გახდა, ეროვნული სადაზღვევო პროგრამების მიმართულებით.

1920 — იანი წლები — უოლტერ ფორსტერმა, წინამორბედი კომპანიის დამფუძნებელმა, რომელიც ცნობილია როგორც „საპენსიო დაგეგმვის მამა“, ერთ-ერთი პირველი მსხვილი სადაზღვევო საპენსიო გეგმა Eastman Kodak Company-ს მიჰყიდა.

1934 — დაფუძნდა Towers, Perrin, Forster & Crosby (TPF&C). თავდაპირველად, ის გადაზღვევისა და სიცოცხლის დაზღვევის მიმართულებით მუშაობდა, საბოლოოდ კი პენსიებზე, გადაზღვევის საბროკერო საქმესა და თანამშრომელთა ბენეფიტების გეგმებზე გადაერთო.

მუდმივი ადაპტირება სულ უფრო მეტად ურთიერთდაკავშირებულ მსოფლიოსთან.

1943 — ბირჩარდ უაიატმა, ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში, ჩამოაყალიბა Wyatt Company, აქტუარული საკონსულტაციო ფირმა.

1950 — Fackler & Co. შეიძინა Wyatt Company-მ.

1950 — -იანი წლები და შემდეგ — კერძო საპენსიო უზრუნველყოფის პოპულარობა თანდათან გაიზარდა, რამაც ატლანტიკის ორივე მხარეს აქტუარული საქმიანობის აღმასვლა განაპირობა და ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის წამყვან აქტუარულ საკონსულტაციო ფირმებს შორის ჩვენი პოზიცია გაამყარა.

1960 — -იანი წლები — TPF&C-მა ჯანდაცვის, საკომპენსაციო და საორგანიზაციო მიმართულებით საკონსულტაციო მომსახურებების არეალი გააფართოვა.

1976 — Willis, Faber & Dumas ლონდონის საფონდო ბირჟაზე დარეგისტრირდა, რაც გაერთიანებული სამეფოს წამყვანი სპეციალიზირებული ბროკერის სტატუსზე მიუთითებს.

გლობალური ექსპანსია და შესაძლებლობების გაფართოვება

1970 -იანი და 1980-იანი წლები — საკანონმდებლო ცვლილებებმა და დაქირავებულთა შეღავათებზე გამოყოფილი ხარჯების გაზრდამ, აშშ-ში აქტუარული ექსპერტიზის საჭიროება კიდევ უფრო გაზარდა.

1980-იანი წლები — Willis-ის გადაზღვევის ბიზნესი გაფართოვდა და პირველად გადაფარა საზღვაო საბროკერო საქმიანობა.

1986 — Towers, Perrin, Forster & Crosby-მ შეიძინა Tillinghast, Nelson & Warren.

1987 — Towers, Perrin, Forster & Crosby-ს სახელი გადაერქვა და Towers Perrin ეწოდა.

1990 — Willis, Faber & Dumas Corroon & Black-თან გაერთიანდა და ამრიგად, როგორც საცალო საბროკერო ფირმამ, აშშ-ში დაიწყო მოღვაწეობა, რამაც ის მსოფლიოს მეოთხე უდიდეს სადაზღვევო ბროკერად აქცია.

1995 — კომპანიებმა R. Watson & Sons და The Wyatt Company ალიანსი შექმნეს და საკუთარი გლობალური რესურსების კონსოლიდირებით Watson Wyatt ჩამოაყალიბეს.

1995 — კომპანიებმა R. Watson & Sons და The Wyatt Company ალიანსი შექმნეს და საკუთარი გლობალური რესურსების გაერთიანებით Watson Wyatt ჩამოაყალიბეს.

1997 — 1,4 მილიარდიანი გარიგების თანახმად, Kohlberg Kravis Roberts-მა Willis Corroon შეისყიდა.

1998 — Willis-ის ყველა მიმართულება გაერთიანდა ერთი სახელის ქვეშ: Willis ჯგუფი.

2000 — Watson Wyatt-ი ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე დარეგისტრირდა.

ჩვენს კლიენტებს ვეხმარებით წარმატების მიღწევაში დღევანდელ, მოულოდნელობებით სავსე სამყაროში

2001 — Willis Group-ი ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე დარეგისტრირდა

2006 — დაფუძნდა Willis Research Network-ი, მსოფლიოს უდიდესი ხიდი აკადემიურ ინსტიტუტებსა და საფინანსო სექტორებს შორის.

2008 — Willis Group-ის პოზიცია აშშ-ის ბაზარზე 2,1 მილიარდ აშშ დოლარად Hilb Rogal & Hobbs-ის შეძენით გამყარდა.

2010 — Towers Perrin და Watson Wyatt გაერთიანდნენ და შექმნეს Towers Watson.

2012 — Towers Watson-მა შეიძინა Extend Health-ი და აშშ-ის ჯანდაცვის კერძო ბაზარზე შევიდა.

2015 — Willis Group-მა გამოიყენა თავისი უფლება, შეეძინა დარჩენილი წილი Gras Savoye-ში და იყიდა ლონდონის წამყვანი დამოუკიდებელი სადაზღვევო ბროკერის — Miller-ის 85%.

2016 — Willis Group-ი და Towers Watson-ი გაერთიანდა და შეიქმნა Willis Towers Watson-ი.